суббота, 18 декабря 2010 г.

სამოდელო გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა „ჩ“ ასო–ბგერის გაცნობა, შეკრების თვისება, ლექსის „კურდღელი“ დასწავლა ინგლისურად


სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, 1 გ კლასი.


ჩატარების თარიღი
15.12. 2010 წელი


ინტეგრირებული საგნები

ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა,ისტ.


მასწავლებლები

ნარგიზ ბერიძე, ქეთევან პაპავა-lobJaniZe

მოსწავლეთა პროფილი

35 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
• მოსწავლე გააცნობიერებს ასო–ბგერა „ჩ“–ს. წარმოთქვამენ სიტყვებს მკაფიოდ და გარკვევით. დამარცვლიან და მარცვლების გამთლიანებით შეადგენენ სიტყვებს და მარტივ წინადადებებს.

• მოსწავლე გააცნობიერებს შეკრების თვისებას და შეძლებს სათანადო დასკვნების გამოტანას;

• მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას და ინფორმაციის ეფექტურად ორგანიზებას.

• moswavle SeZlebs Seswavlili leqsikuri erTeulebiT mokle winadadebebis agebas, mag.I have a bag, I am Nini.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები • მოსწავლე გაეცნობა ჩ ასოს, აღწერს სურათს, შეადგენს ზეპირ თხზულებას;

• მოსწავლე დაეუფლება სწორი, შეგნებული კითხვის უნარ–ჩვევებს;

• მოსწავლე შეძლებს შეკრების თვისების გამოყენებას, შესაბამისი ტოლობების ჩაწერას.

• მოსწავლე მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, eCveva urTier TanamSromlobas.

• იყენებს სახატავ რედაქტორს, ტექსტურ რედაქტორს მასწავლებლის მიერ ჩატარებულისასწავლო აქტივობებისას.

• ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს.

• moswavle adgens martiv winadadebebs Seswavlili leqsikuri erTeulebis gamoyenebiT.

• moswavle SeZlebs gakveTilze Seswavlili leqsis warmoTqmas inglisurad.


წინასწარი ცოდნა
• მოსწავლეებმა იციან ისტ–ის საშუალებების დანიშნულება და იყენებენ შეტანა– გამოტანის მოწყობილობებს;
• ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ისტ–ის საშუალებებს და მასზე საუბრისას ასაკის შესაბამისად იყენებს სწორ ტერმინოლოგიას;
• მოსწავლეები იყენებენ სახატავ ,ტექსტურ რედაქტორებს და საგანმანათლებლო თამაშებს.


შეფასების საგანი და პროცედურები მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით, პირობითი წამახალისებელი ნიშნებით.

საწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები ნეტბუქები, სახელმძღვანელოები: „დედაენა“, ავტ. ნ. მაღლაკელიძე, „მათემატიკა“, ავტ. თ. ბექაური, კომპიუტერი, პროექტორი, მოძრავი ანბანი, webovani qaRaldebi, samuSao rveulebi.


გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი



stafiloebi patarebi 50cali
didebi 10 cali


gegma skolaSi amosabeWdi

siyvebi TiTo-TiTo furcelze


საორგანიზაციო საკითხები–(1 წთ)

А) ფაზა/გამოწვევა

აქტივობა I (5 წთ)
„კურდღლების ოჯახი“ – roluri TamaSi
ქეთი

აქტივობა II (2 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ უგზავნის ფაილს, სადაც მოცემულია კროსვორდი (სავარჯიშო 1) და სთხოვს, რომ შეავსონ შესწავლილი ასოების გამოყენებით. მუშაობა ხდება ჯგუფურად.

აქტივობა III ( 2 წთ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იმავე ფაილში (სავარჯიშო 2) დაალაგონ წრეები ისე, რომ მიიღონ სიტყვა „მერხი“. დაალაგონ ოვალები ისე, რომ მიიღონ გამართული წინადადება ( „ეზოში კრუხის კრიახი ისმის“). ამ სავარჯიშოს მასწავლებელი უკავშირებს შეკრების თვისებას.


В-ფაზა/ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა IV (3 წთ)

მასწავლებელი პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს უჩვენებს იუმორისტულ სურათს „სკოლისაკენ“. ჯგუფებს სთხოვს აღწერონ ეს სურათი, შეურჩიონ სათაური, შეადგინონ ოთხსიტყვიანი წინადადება. აქ გამოიყოფა საანალიზო სიტყვა „ჩანთა“.


აქტივობა V (2 წთ)
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს ჩანთების სურათებს და მოსწავლეებს სთხოვს ამოიცნონ ფერები და დაასახელონ ინგლისურად. (Cemi TandaTanobiT garTulebuli winadadebebi) !!!!!

აქტივობა VI (2 წთ)

თამაში „სტუმრად ჩ– სთან“.


აქტივობა VII(2 წთ)

მასწავლებელს წინასწარ ნეტბუკებში www.buki.ge-დან ჩამოქაჩული აქვთ საგანმანათლებლო თამაშები. მოსწავლეებს სთხოვს შევიდნენ „მოლაპარაკე ანბანში“, მოძებნონ ასო–ბგერა „ჩ“, დააწკაპონ, მოისმინონ ამ ასოს და ამ სიტყვების წარმოთქმა, რომლებშიც შედის ასო–„ჩ“ და დააკვირდნენ როგორ შეიძლება ამ ასოს მოხაზვა. პარალელურად მასწავლებელი აჩვენებს ნიმუშს დაფაზე.


აქტივობა VII (4 წთ)

მოძრავ ანბანზე მუშაობა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადაშალონ მოძრავი ანბანი და ააწყონ ახალი სიტყვები: „ჩირი“, „ჩაი“, „ჩამიჩი“, „კამეჩი“, „ჩინეთი“, „ჩოჩორი“.!! მასწავლებელი პარალელურად პროექტორით აჩვენებს შესაბამის სურათებს.

maswavlebeli akeTebs prezentacias im suraTebisas, romelic Seicavs “C” bgeras.

აქტივობა IX (5 წთ)

სახელმძღვანელოზე მუშაობა
ტექსტის „ჩანთა“ კითხვა, ჯერ კითხულობს მასწავლებელი, შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალერად, ჯგუფურად, გუნდურად.

ფიზკულტურული წუთი –(3 წთ) ქეთი
ლექსის დასწავლა ვარჯიშით
dafaze gakvra winaswar

აქტივობა X ( 3 წთ)

მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის ფაილს (სავარჯიშო 3), სადაც მარცხენა სვეტში მოცემულია სიტყვები, მარჯვენაში სურათები, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ისრებით დააკავშირონ მარცხენა სვეტში მოცემული სიტყვები მარჯვენა სვეტში მოცემულ სურათებთან და წრეებში ჩაასხან შესაბამისი ფერები.


С-ფაზა/გამთლიანება/რეფლექსია (6 წთ)

მასწავლებელი ჯგუფებში არიგებს სიტყვებს, მოსწავლეებს სთხოვს დაალაგონ ისე, რომ გამართული წინადადებები მიიღონ. მოსწავლეები გამართულ წინადადებებს გააკრავენ დაფაზე. მოხდება ახალი ტექსტის გამთლიანება.

მასწავლებელი კითხვა–პასუხის რეჟიმში აკეთებს შეჯამებას, afasebs moswavleebs.
მოსწავლეები აჯამებენ, რა ისწავლეს, რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი, ყველაზე საინტერესო და აძლევს საშინაო დავალებას:
1. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის „ჩანთა“ კითხვა;
2. „ჩ“ ასოს წერა და ერთი წინადადების შედგენა, სადაც იქნება ასო–ბგერა „ჩ“.
3. ნეტბუკებში გაუშვან ტექსტური რედაქტორი word-ი და დაწერონ 5 სიტყვა, რომელიც შეიცავს „ჩ“ ასოს, 3 სიტყვა, რომელიც შეიცავს ორ „ჩ“–ს.
4. inglisuris gakveTilisaTvis daxaton leqsis mixedviT baWiebis ojaxi.